შარტავას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.