შარტავას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

17:20, 15.02.2019

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი