შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს დღეს მოეწერება ხელი
შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს დღეს მოეწერება ხელი

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ორბელიანების სასახლეში ხელმოწერა დღეს გაიმართება.

ამ დროისთვის დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა გამოთქვა მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა პარტიამ, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა.

მანამდე, შეხვედრა მიმდინარეობდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, რომელსაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.