ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერობისას არცერთ უკანონო განკარგულებაზე არ მომიწერია ხელი, დასამალი არაფერი მაქვს, გაასაჯაროონ
ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერობისას არცერთ უკანონო განკარგულებაზე არ მომიწერია ხელი, დასამალი არაფერი მაქვს, გაასაჯაროონ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის დროს არცერთ უკანონო განკარგულებაზე ხელი არ მოუწერია და მათი გასაჯაროების პრობლემა არ აქვს.

ღარიბაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ საჯაროვდება მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მიღებული განკარგულებები.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, უკანონო ქმედებები არ განუხორციელებია და დასამალი არაფერი აქვს.

„რა პრობლემაა, გაასაჯაროონ. მე დასამალი არაფერი მაქვს. არცერთი უკანონო ქმედება მე არ განმიხორციელებია, არცერთ უკანონო განკარგულებაზე არ მომიწერია ხელი და არ გამომიქვეყნებია. ასე რომ, დასამალი არაფერი არ მაქვს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.