შარლ მიშელი - ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთში არსებულ ვითარებას, ხაზზე ვართ ევროპელ ლიდერებთან და „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან, ეს აშკარად რუსეთის შიდა საკითხია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის „შიდა საქმე“ უწოდა. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთში არსებულ ვითარებას. ხაზზე ვართ ევროპელ ლიდერებთან და „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან. ეს აშკარად რუსეთის შიდა საკითხია. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და ზელენსკის მიმართ არის ურყევი“, – წერს შარლს მიშელი „ტვიტერში“.