შარლ მიშელი - გვქონდა შესაძლებლობა, დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, სამხედრო აგრესიას მტკიცე რეაგირება მოჰყვება და დამნაშავე მხარეს დიდი ფასის გადახდა მოუწევს
შარლ მიშელი - გვქონდა შესაძლებლობა, დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, სამხედრო აგრესიას მტკიცე რეაგირება მოჰყვება და დამნაშავე მხარეს დიდი ფასის გადახდა მოუწევს

გვქონდა შესაძლებლობა, დაგვედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროპული საბჭოს სხდომა დაუბრუნდება ამ საკითხს და განაცხადებს ყველა პარტნიორთან ერთად, ნატო-სა და დიდ შვიდეულთან, აშშ-ის, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად, რომ უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიას მტკიცე რეაგირება მოჰყვება და დიდი ფასის გადახდა მოუწევს ამ აგრესიაში დამნაშავე მხარეს“,- განაცხადა მიშელმა.