სალომე ზურაბიშვილი – ერის სახელით მადლობა გადავუხადე შარლ მიშელს, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს ჩვენს ევროპულ გზას, ამ გადამწყვეტ მომენტში ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

21:19, 02.10.2024

ჩვენი ერის სახელით დიდი მადლობა გადავუხადე საქართველოს მეგობარს, შარლ მიშელს, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს ჩვენს ევროპულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„ამ გადამწყვეტ მომენტში ევროკავშირის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – მორალური მხარდაჭერა და არჩევნებზე დაკვირვება გააძლიერებს ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული მომავლის მიმართ“, – წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი