სალომე ზურაბიშვილი - ერის სახელით მადლობა გადავუხადე შარლ მიშელს, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს ჩვენს ევროპულ გზას, ამ გადამწყვეტ მომენტში ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია
ჩვენი ერის სახელით დიდი მადლობა გადავუხადე საქართველოს მეგობარს, შარლ მიშელს, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს ჩვენს ევროპულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„ამ გადამწყვეტ მომენტში ევროკავშირის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – მორალური მხარდაჭერა და არჩევნებზე დაკვირვება გააძლიერებს ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული მომავლის მიმართ“, – წერს ზურაბიშვილი.