შანხაის ტაიფუნი „ჯონდარი” უახლოვდება. გამოცხადებულია განგაშის ყვითელი დონე.
ხელისუფლება სანაპიროსთან მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი სანაპიროს ხუთშაბათს საღამოს დაატყდება თავს.
ქარის სიჩქარე საათში 70 კილომეტრი იქნება.
რამდენიმე დღის წინ ტაიფუნმა ჯონდარიმ იაპონიას გადაუარა, სადაც სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. ათასობით სახლი კი, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.