ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტაიფუნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა
ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტაიფუნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტაიფუნ „ლეკიმას“ შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, 21 პირი დაკარგულად ითვლება.

სტიქიამ ყველაზე მეტად შანდუნის, ჯეძიანისა და ანხოის პროვინციები დააზარალა. შეფერხებულია საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.

9 აგვისტოს შემდეგ ტაიფუნმა ცხრა პროვინციას გადაუარა. სტიქიის გამო საშიში ზონებიდან ხელისუფლებამ 1,7 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

ძლიერი ქარი და წვიმა დაფიქსირდა შანხაიშიც, სადაც სანაპირო რაიონებიდან 250 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.