შანხაიში სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, დაშავებულია 18 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი Starbucks-ის მაღაზიის წინ, ხალხით დატვირთულ ქუჩაზე, 09:00 საათზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი ტროტუარზე ქვეითების მიმართულებით გადავიდა და იქ მყოფებს შეეჯახა.
სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება უკვე მოახერხეს.
ოფიციალური მონაცემებით, საავადმყოფოში გადაყვანილი 18 ადამიანიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.