შალვა თადუმაძე - ნასამართლობის მოქმედი ინსტიტუტი საბჭოთა გადმონაშთია და რეფორმა სჭირდება 
შალვა თადუმაძე - ნასამართლობის მოქმედი ინსტიტუტი საბჭოთა გადმონაშთია და რეფორმა სჭირდება 

მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა თადუმაძე მიიჩნევს, რომ ნასამართლობის ინსტიტუტს რეფორმა სჭირდება.

როგორც შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, არის დანაშაულები, რომლებზეც მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ნასამართლობის მოხსნა, არ შეიძლება ამ დანაშაულების გაუთვალისწინებლობა სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების დროს.

„რაც შეეხება „სისხლის სამართლის კოდექსს“, ნასამართლობის ინსტიტუტის რეფორმაა საჭირო, რადგან რაც გვაქვს, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი. არის დანაშაულები, რომლებზეც მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ნასამართლობის მოხსნა, არ შეიძლება ამ დანაშაულების გაუთვალისწინებლობა სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების დროს. მაგალითად, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო გამოცდილება არის ასეთი – პედოფილიაში მსჯავრდებული პირი 30 წლის შემდეგ არ შეიძლება აიყვანონ აღმზრდელად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მას ნასამართლობა გასული აქვს, გარკვეულად ნდობის ხარისხსაც და რისკებს შეიცავს. ამ მიმართულებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.