შალვა თადუმაძე - არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ ჩემი დიპლომი არის ნამდვილი
შალვა თადუმაძე - არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ ჩემი დიპლომი არის ნამდვილი

გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის განცხადებით, მისი დიპლომი ნამდვილია და ამას განათლების ხარისხის ცენტრის არქივიდან ამოღებული დოკუმენტაცია ადასტურებს.

„ჩემმა წარმომადგენელმა, სხვებთან ერთად, მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ აღნიშნულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ჩემი დიპლომი არის ნამდვილი და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს”,- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, პოლიტიკურ „ბოდვებზე“ დამატებითი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.

„ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კითხვაზე, მოხსნით კანდიდატურას? – თადუმაძემ უპასუხა, რომ ამას არ აპირებს.

„ბუნებრივია, არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობიდან, არც პროკურორობიდან“, – დასძინა შალვა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ამავე დროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.

დატოვე კომენტარი