შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ ფინეთს ნატო-ში გაწევრიანებას, ნატო ახლა არის უფრო ძლიერი და ერთიანი, ხოლო ევროპა კიდევ უფრო უსაფრთხო ადგილია ფინეთთან ერთად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ფინეთს ნატო-ში გაწევრიანებას ულოცავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველო მოწოდებულია, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე მსოფლიოში.
„ვულოცავ ფინეთს ნატო-ში გაწევრიანებას. ნატო ახლა არის უფრო ძლიერი და ერთიანი, ხოლო ევროპა კიდევ უფრო უსაფრთხო ადგილია ფინეთთან ერთად. საქართველო მოწოდებულია, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე მსოფლიოში“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
დღეს ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა.