შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ ფინეთს ნატო-ში გაწევრიანებას, ნატო ახლა არის უფრო ძლიერი და ერთიანი, ხოლო ევროპა კიდევ უფრო უსაფრთხო ადგილია ფინეთთან ერთად

19:42, 04.04.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ფინეთს ნატო-ში გაწევრიანებას ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველო მოწოდებულია, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე მსოფლიოში.

„ვულოცავ ფინეთს ნატო-ში გაწევრიანებას. ნატო ახლა არის უფრო ძლიერი და ერთიანი, ხოლო ევროპა კიდევ უფრო უსაფრთხო ადგილია ფინეთთან ერთად. საქართველო მოწოდებულია, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებზე და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე მსოფლიოში“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

დღეს ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა.

მსგავსი