ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა
ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა

ფინეთის დროშა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შენობაზე ფრიალებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინეთი ნატოს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა. ცერემონია ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.

„კარგი დღე ფინეთისა და ნატო-სთვის“, – ასეა შეაფასა ალიანსში ფინეთის გაწევრიანება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა: „ეს არის ალბათ ერთადერთი რამ, რისთვისაც შეგვიძლია, მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს“.

ფინეთმა ნატო-ში ინტეგრირება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა, ალიანსში გაწევრიანება კი ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის დასასრულს გულისხმობს.