შალვა პაპუაშვილი - სუს-ის ანგარიში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მიმდინარე გამოძიების კონტექსტში, დაისმევა კითხვები და შესაძლოა, მეტი დეტალი მივიღოთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენა მნიშვნელოვანია.
პაპუაშვილის თქმით, კითხვები დაისმება მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რაზეც თავდაპირველად სუს-მა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია.
„რაც შეეხება სუს-ის ანგარიშს, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომელიც ჩვენ გვაქვს – გამოძიების კონტექსტში. ამ საკითხებზეც იქნება კითხვები და იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვენელს, იმედი გვაქვს, რომ პასუხებიც იქნება ამასთან დაკავშირებით. შესაძლოა, მეტი დეტალი მივიღოთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენს.