შალვა პაპუაშვილი – სუს-ის ანგარიში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მიმდინარე გამოძიების კონტექსტში, დაისმევა კითხვები და შესაძლოა, მეტი დეტალი მივიღოთ

13:00, 19.10.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენა მნიშვნელოვანია.

პაპუაშვილის თქმით, კითხვები დაისმება მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რაზეც თავდაპირველად სუს-მა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია.

„რაც შეეხება სუს-ის ანგარიშს, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომელიც ჩვენ გვაქვს – გამოძიების კონტექსტში. ამ საკითხებზეც იქნება კითხვები და იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვენელს, იმედი გვაქვს, რომ პასუხებიც იქნება ამასთან დაკავშირებით. შესაძლოა, მეტი დეტალი მივიღოთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენს.

მსგავსი