შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის უფლებამოსილებაა, შეაჩეროს ან არ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ეს საკითხი არ არის განსაზღვრული 19 აპრილის შეთანხმებით
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის უფლებამოსილებაა, შეაჩეროს ან არ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ეს საკითხი არ არის განსაზღვრული 19 აპრილის შეთანხმებით

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის უფლებამოსილებაა, შეაჩეროს ან არ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.

მისივე თქმით, ეს საკითხი არ არის განსაზღვრული 19 აპრილის შეთანხმებით.

„დღეს როგორც ამერიკის ელჩის განცხადება მოვისმინე, ის საუბრობს იმაზე, რომ პარლამენტის უფლებამოსილებაა, შეაჩეროს ეს კონკურსი ან არ შეაჩეროს. შესაბამისად, ეს ჩვენი უფლებამოსილებაა და არ არის განსაზღვრული 19 აპრილის შეთანხმებით. 19 აპრილის შეთანხმებაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებით კონკრეტული პუნქტი წერია, რომელიც გულისხმობს ვენეციის კომისიის კონკრეტული რეკომენდაციების შესრულებას. გვაქვს კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომელშიც ცვლილება აპრილში შევიდა. ყველამ აიღოს ეს კანონი, შემდეგ აიღოს 19 აპრილის შეთანხმება და ეს ყველაფერი შევადაროთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში საგზაო რუკა მოიცავს მოსამართლეების დანიშვნის დაპაუზებას, ვიდრე არ იქნება ფართო კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე.