შალვა პაპუაშვილი მსახიობ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მსახიობ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის ვარსკვლავის, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მსახიობის, მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო. ის დააკლდება ყველას, ვისაც მასთან პირადი თუ პროფესიული ნაცნობობის პატივი ჰქონია.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, – აღნიშნულია პაპუაშვილის განცხადებაში.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.