შალვა პაპუაშვილი მსახიობ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

12:26, 12.09.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მსახიობ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის ვარსკვლავის, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მსახიობის, მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო. ის დააკლდება ყველას, ვისაც მასთან პირადი თუ პროფესიული ნაცნობობის პატივი ჰქონია.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, – აღნიშნულია პაპუაშვილის განცხადებაში.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი