შალვა ნათელაშვილის აქცია და საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა. შალვა ნათელაშვილი დავით გარეჯის მოვლენებს ეხმაურება და პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვს. ნათელაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს პუტინის დავალების შესრულებაში ადანაშაულებს და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის განცხადებებს საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს.

სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, რთული გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე პარტნიორი ქვეყნების მისამართით მსგავსი რიტორიკა მიუღებელია და ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.