შალვა ნათელაშვილი თურქეთის ხელისუფლებას სირიის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას სთხოვს
„ლეიბორისტული“ პარტია თურქეთის ხელისუფლებას სთხოვს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები სირიის ტერიტორიიდან და შეწყვიტოს ქურთ მოსახლეობასა და ქურთ ჯარისკაცებზე საომარი იერიშები.
შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის წარმომადგენლებთან და თბილისში მცხოვრებ რამდენიმე ქურთი ეროვნების მოქალაქესთან ერთად საქართველოში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა.
„ლეიბორისტების“ ლიდერის განცხადებით, ის სოლიდარობას უცხადებს ქურთ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და საჯარისო მოქმედებების შეწყვეტას სთხოვს თურქეთის ხელისუფლებას. ნათელაშვილის თქმით, ის რაც ამჟამად სირიაში ქურთების წინააღმდეგ ხდება, საქართველოს უშიშროებასაც დიდ საფრთხეს უქმნის და ეს ვითარება „ყველაზე მეტად რუსეთს აძლევს ხელს“.