შალვა ნათელაშვილი - როდესაც მაიკ პომპეო კონგრესმენი იყო, ხშირად ვხვდებოდი, ჩვენ ვმეგობრობთ
შალვა ნათელაშვილი - როდესაც მაიკ პომპეო კონგრესმენი იყო, ხშირად ვხვდებოდი, ჩვენ ვმეგობრობთ

მაიკ პომპეო არ არის ის პიროვნება, რომელზეც შეიძლება, რამემ ან ვინმემ იმოქმედოს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად ეთანხმება განცხადებებს, თითქოს „ქართული ოცნება“ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს აშანტაჟებს, რათა ოპოზიციას არ შეხვდეს, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მაიკ პომპეო არ არის პიროვნება, რომელიც სხვისი გავლენის ქვეშ მოექცევა.

„პომპეოს დაშანტაჟება ძალიან ძნელია და შეიძლება, ითქვას, შეუძლებელი. ბატონ პომპეოს, როდესაც იყო კანზასის კონგრესმენი ვაშინგტონში, ხშირად ვხვდებოდი, ჩვენ ვმეგობრობთ. არ არის ის პიროვნება, რომელზეც შეიძლება, რამემ ან ვინმემ იმოქმედოს. თუ საჭიროდ ჩათვლის, შეხვდება ოპოზიციას, თუ არ ჩათვლის საჭიროდ, არ შეხვდება, მაგრამ ინფორმაციას მიიღებს სრულად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.