შალვა ნათელაშვილი - ივანიშვილმა გამოყარა მსუყედ დაფინანსებული არალეგალური ექსპერტ-ანალიტიკოსები, გია ნოდია, გია ხუხაშვილი, დავით ზურაბიშვილი, დაველოდოთ, კიდევ დაემატებიან
შალვა ნათელაშვილი - ივანიშვილმა გამოყარა მსუყედ დაფინანსებული არალეგალური ექსპერტ-ანალიტიკოსები, გია ნოდია, გია ხუხაშვილი, დავით ზურაბიშვილი, დაველოდოთ, კიდევ დაემატებიან

ივანიშვილმა გამოყარა მსუყედ დაფინანსებული არალეგალური ექსპერტ-ანალიტიკოსები, გია ნოდია, გია ხუხაშვილი, დავით ზურაბიშვილი. დაველოდოთ, კიდევ დაემატებიან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ივანიშვილმა სანქციების შიშით გაშიფრა და გარეთ გამოყარა თავისი მსუყედ დაფინანსებული არალეგალური ექსპერტ-ანალიტიკოსთა ბანდა, რომლებიც კობახიძის სტილში გვისაბუთებენ, რომ თურმე ივანიშვილის დასანქცირება ქვეყანას დააზარალებს. იცნობდეთ აი, ისინიც – გია ნოდია, გია ხუხაშვილი, დავით ზურაბიშვილი. დაველოდოთ, კიდევ დაემატებიან“, – წერს შალვა ნათელაშვილი.