შალვა ნათელაშვილი - ჩემი მეგობრული რჩევაა, NDI-მ და IRI-მ რეიტინგულ ანალიზებს თავი დაანებონ
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, NDI-სა და IRI-ს მიმართ ჩემი მეგობრული რჩევაა, რეიტინგულ ანალიზებს თავი დაანებონ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ქართულ რეიტინგულ გამოკვლევებში ისეთი ეშმაკი დევს, რომ შემდეგ მათაც უხერხულობა ექმნებათ.
„მოარიდონ საკუთარი ორგანიზაცია იმ სიბინძურეს, რასაც ჰქვია რეიტინგული კვლევები და, რაც სრულდება იმ სინდისგარეცხილი „გორბების“, ფულზე მონადირე სოციალური ჯგუფების მიერ, რომლებიც ნიკოლოზ მეორის დროიდან მოდიან. ბიზნესად აქვთ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა პოლიტიკური რეიტინგების ასპექტში და შემდეგ ამ ე.წ. გამოკვლევებს ტენიან ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, რომ მათი სახელით გაჟღერდეს. ასეთ გამოკვლევებს თავი უნდა დაანებონ და იმუშაონ დემოკრატიის განვითარებაზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი -
მაჭარაშვილი თეონა