შალვა ნათელაშვილი - აბა, რა შედეგებს ელოდით კელი დეგნანის ფასილიტატორობით გამართული მოლაპარაკებიდან
აბა, რა შედეგებს ელოდით კელი დეგნანის ფასილიტატორობით გამართული მოლაპარაკებიდან, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აი, ამერიკის ელჩის პოზიცია, ნაცვლად იმისა, დაგმოს პოლიტიკური პატიმრების არსებობა. აბა, რა შედეგებს ელოდით მისი ფასილიტატორობით გამართული მოლაპარაკებიდან“, – წერს შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“.
აღნიშნული ფეისბუქპოსტით შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა. აშშ-ის ელჩმა დღეს აღნიშნა, რომ „ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება იძლევა მელიასა და რურუას გათავისუფლების საშუალებას“.