„სფეის იქსის“ კაფსულა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა

ნასას ასტრონავტები, რობერტ რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მივიდნენ.

„სფეის იქსის“ კაფსულა Crew Dragon-ი, რომელიც გუშინ რაკეტა „ფალკონ 9“-ით გაუშვეს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა. სადგური ამ დროს დედამიწის ორბიტაზე ზედაპირიდან 421 კმ სიმაღლეზე მოძრაობდა. მიერთების შემდეგ, ჯგუფი ხომალდში წნევას აბალანსებს და მოსამზადებელ სტანდარტულ სამუშაოებს აწარმოებს, რის შემდეგაც, ასტრონავტები კაფსულიდან სადგურში შევლენ. პროცესს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირ ეთერში.

ბენკენი და ჰარლი ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი ასტრონავტები არიან, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკის მიწიდან, ამერიკული რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც კოსმოსური შატლის მისია დაიხურა, ნასა თავის ასტრონავტებს სადგურზე რუსეთის რაკეტა „სიოუზით“ გზავნიდა ბაიკონურის კოსმოდრომიდან.

მას შემდეგ, რაც ასტრონავტები სადგურზე გადავლენ, კაფსულა დედამიწისკენ დაეშვება და პარაშუტით ჩაეშვება ატლანტის ოკეანეში.

ნასას ასტრონავტებს კოსმოსურ სადგურზე ელოდებიან ამერიკელი ასტრონავრი კრის კასიდი და რუსი კოსმონავტები — ანატოლი ივანიშინი და ივან ვაგნერი.