„სფეის იქსის“ კაფსულა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა
„სფეის იქსის“ კაფსულა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა

გაშვებიდან ერთი დღის შემდეგ, „სფეის იქსის“ კოსმოსური ხომალდი „ქრიუ დრაგონი“, რომელიც კოსმოსში რაკეტა „ფალკონ 9-მ“ წაიღო, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა (შეუპირაპირდა).

წარმატებული მიერთება უდიდესი გამარჯვებაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან ეს პროექტი ბოლოსდბოლოს ჩაანაცვლებს კოსმოსური შატლის პროგრამას, რომელზეც ნასამ უკვე დიდი ხანია უარი თქვა. გარდა ამისა, არსებობდა შანსი, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, ხომალდს საერთაშორისო კოსმოსური სადგური დაეზიანებინა.

მიერთების კრახის შესახებ განსაკუთრებით ბევრს საუბრობდნენ რუსული კოსმოსური ოპერატორები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ხომალდი ბოლომდე გამართული არ იყო.

თუმცა, ნასას და „სფეის იქსს“ პროექტის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის კოსმოსურმა სააგენტო როსკოსმოსმა მათ გეგმაზე თანხმობა მხოლოდ გაშვებამდე ორი დღით ადრე განაცხადა, რადგან საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი მხარე რუსეთიც არის. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების აყვანა-ჩამოყვანას ამ დრომდე ექსკლუზიურად მხოლოდ რუსული მხარე ახორციელებს, რაკეტა „სოიუზით“.

მიერთების არმატებული პროცედურა პირველი იყო „სფეის იქსისთვის“, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან უკვე ახორციელებს სატვირთო მისიებს კაფსულა „დრაგონ 1-ით“. თუმცა, ეს პროცესი აქამდე დამოკიდებული იყო სადგურის რობოტულ მკლავზე, რომელიც ხომალდს იჭერდა და შემდეგ, შეპირაპირება ხელით ხდებოდა.

ხომალდი „ქრიუ დრაგონი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხუთ დღეს დარჩება, 8 მარტს კი კვლავ დედამიწაზე, ატლანტის ოკეანეში განთავსებულ დასაფრენ პლატფორმაზე დაბრუნდება.