ძლიერი სეტყვა იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სტიქიამ სამი სოფელი ბაისუბანი, ქვემო მსხალგორი და პატარა გორი დააზარალა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, 50-60 პროცენტით განადგურებულია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
სეტყვისგან მიყენებული ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
ამასთან, სტიქიამ ასევე დააზარალა ქალაქი ყვარელი და ყვარლის სოფელი ახალსოფელი.