ყვარლის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა
ყვარლის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

კახეთში ძლიერი სეტყვაა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაისეტყვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები, შილდა, გრემი და ალმატი.

ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტს.