სეტყვამ ყვარელი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დააზარალა
სეტყვამ ყვარელი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დააზარალა

ძლიერი სეტყვა იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სტიქიამ სამი სოფელი ბაისუბანი, ქვემო მსხალგორი და პატარა გორი დააზარალა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, 50-60 პროცენტით განადგურებულია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

სეტყვისგან მიყენებული ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

ამასთან, სტიქიამ ასევე დააზარალა ქალაქი ყვარელი და ყვარლის სოფელი ახალსოფელი.