სერიალ „მხევლის წიგნის“ მესამე სეზონი 2019 წლის 5 ივნისს გამოვა. მესამე სეზონი 13 სერიით იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას კანადელი მწერალი მარგარეტ ეტვუდი ავრცელებს. სწორედ მარგარეტ ეტვუდის ცნობილი წიგნის მიხედვით გადაიღო „ჰულუმ“ სერიალი.
ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალის ოფიციალური ტრეილერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ტრეილერი 1984 წელს გამოსული რონალდ რეიგანის საარჩევნო კლიპის ერთგვარი ასლია და ანალოგიური მუსიკის გარდა, მაყურებელს მსგავსი შინაარსის ტექსტიც ესმის. „
„გაიღვიძე ამერიკა“, – ამ ტექსტით სრულდება მესამე სეზონის პირველი ტრეილერი, ბოლო კადრში კი მხევლების უზარმაზარი ჯგუფი არის წარმოდგენილი ვაშინგტონის მონუმენტის წინ.