სერიალ „მხევლის წიგნის“ მეორე სეზონის პირველი პოსტერი და თიზერი ვრცელდება

ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი სერიალის „მხევლის წიგნის“ მეორე სეზონის პირველი პოსტერი და თიზერი ვრცელდება. პრომო და თიზერი სერიალის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

მხევლის წიგნი“ ახალი სეზონით ეკრანებზე 2018 წლის 25 აპრილს დაბრუნდება. ყველაზე დიდი ბარიერი მეორე სეზონის გადაღებებისას, შოუს პირველი სეზონია. არ გვაქვს უფლება ამხელა წარმატების შემდეგ შოუმ ტემპი დააგდოს. ჩვენ გვაქვს დიდებული ისტორია და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ყველაფერი დიდებულად გამოვიდეს”, – ამბობს სერიალის ერთ-ერთი შემქმნელი ბრიუს მილერი.