სერიალ „ბანქოს სახლის” ფინალური სეზონი გამოვიდა. NETFLIX-მა სეზონის რვავე ეპიზოდი გამოაქვეყნა. ახალ სეზონში აღარ მონაწილეობს კევინ სპეისი და მთელი აქცენტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტ კლერ ანდერვუდზე კეთდება.
Variety-ის კრიტიკოსი წერს, რომ მიუხედავად არც თუ ისე დიდი მოლოდინისა, შოუს ფინალური სეზონი იმაზე გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა სეზონები.
ფრენკ ანდერვუდი მკვდარია. როგორც აღმოჩნდა, ამას ხელი არ შეუშლია სერიალის შემქმნელებისთვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გადაეღოთ.
აღსანიშნავია რობინ რაითის ბრწყინვალე შესრულება, რომელმაც მაყურებელს აჩვენა, რომ ის „ბანქოს სახლის“ მთავარი მოთამაშეა. აღსანიშნავია, რომ NETFLIX-მა კევინ სპეისი სერიალიდან გახმაურებული სექსუალური სკანდალების შემდეგ დაითხოვა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალი კი მეექვსე სეზონით დახურა.