სერგო რატიანი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიების პროცესში გამოკვეთილი დარღვევები საკმაოდ მძიმეა
სერგო რატიანი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიების პროცესში გამოკვეთილი დარღვევები საკმაოდ მძიმეა

ხორავას ქუჩაზე დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, კომისია მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის.

როგორც რატიანი აცხადებს, საუბარია დარღვევებზე, რომელიც დეპუტატის თქმით, მკვლელობის გამოძიების პროცესში დაფიქსირდა. რატიანის განცხადებით, გამოძიების პროცესში გამოკვეთილი დარღვევები საკმაოდ მძიმეა და შესაძლოა, კონრეტულ პირთა პასუხიმგებლობის საკითხს ითვალისწინებდეს, თუმცა მისივე თქმით, რეკომენდაციებსა და პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობა კომისიის ბოლო სხდომაზე იქნება.

„დროებითი საგამოძიებო კომისია გადადის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ეს არის დარღვევებზე საუბარი, რომელიც მოხდა გამოძიების პროცესში, იმაზე საუბარი, თუ რატომ ვერ მოხდა ამ საქმის გამოძიება, რა დარღვევები იყო, როგორც შსს-ს მუშაობის პროცესში, ასევე პროკურატურის ქმედებების დროს.

მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მოვიდნენ სხდომაზე, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემებია შსს-ში, ასევე პროკურატურაში და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება ეს არის იმის დადასტურება, რომ ისინი არიან ამ ქმედებებზე პასუხისმგებლები”,- აღნიშნა რატიანმა.