სერგო მეთოფიშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში ზედაპირულია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში ზედაპირულია.
მეთოფიშვილის თქმით, დოკუმენტი არასრული მასალით არის მომზადებული.
მისივე თქმით, „2017 წლის ანგარიშში გარკვეული სუბიექტივიზმი იგრძნობა“ და ამ კონტექსტში საუბრისას მეთოფიშვილმა ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გაიხსენა.
„აუცილებელია, რომ მოსამართლე წინასწარ იკვლევდეს მასალებს. რატომ არ სწავლობთ, რატომ არ ითხოვთ სხდომის ოქმებს. ამაშია საქმე. მაგიტომ ვამბობ, რომ ზედაპირულია ანგარიში. ეს უნდა მოვსპოთ. შეიძლება რაღაც სუბიექტივიზმი ჰქონდა უჩა ნანუაშვილს, მაგალითად, მე არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ძალიან გააქტიურდა იმის მერე, როდესაც სასამართლომ დაუდგინა და ჩათვალა, რომ არასწორად და უკანონოდ გაათავისუფლა თანამშრომელი. მართალია აქ არ ბრძანდება. ჩემი მიზანია, ახალ სახალხო დამცველთან მოვძებნოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატი“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.
მეთოფიშვილის განცხადებით, დოკუმენტის გაცნობისას რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირებაა.
„ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იუსტიციის საბჭოში არსებული დაპირისპირება. ვინც ანგარიშსს კითხულობს, იტყვის, კრიზისიაო. ეს არ არის კრიზისი, ჯანსაღი პროცესია“, – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.