ლევან იოსელიანი - 2022 წლის ანგარიში ისეთი ფორმით არის შედგენილი, როგორც წინა სახალხო დამცველს მიაჩნდა, ჩემი დანიშვნისას ანგარიში უკვე დასრულებული იყო და შესწორება არ შემიტანია
ლევან იოსელიანი - 2022 წლის ანგარიში ისეთი ფორმით არის შედგენილი, როგორც წინა სახალხო დამცველს მიაჩნდა, ჩემი დანიშვნისას ანგარიში უკვე დასრულებული იყო და შესწორება არ შემიტანია

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, კანონის შესაბამისად, 31 მარტს პარლამენტში გადააგზავნეს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ძირითადი მდგომარეობის შესახებ.

იოსელიანის თქმით, მისი სახალხო დამცველად დანიშვნის დროს აღნიშნული ანგარიში უკვე დასრულებული იყო და არანაირი შესწორება არ შეუტანია.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ნინო ლომჯარიას, მის მოადგილეებს, გიორგი ბურჯანაძეს და ეკატერინე სხილაძეს. ჩემი მოსვლის დროს ეს ანგარიში უკვე დასრულებული იყო, ასე რომ, არანაირი კორექტივი ამ ანგარიშში არ შემიტანია. ანგარიში ისეთი ფორმით არის შედგენილი, როგორც წინა სახალხო დამცველს მიაჩნდა. ანგარიშში საუბარია ყველა იმ ძირითად პრობლემაზე, რაც 2022 წელს საქართველოში ადამიანების უფლებათა დაცვის კუთხით იყო გამოწვევა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებზე, პირველადი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე. მათ შორის, საუბარია როგორც ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანგარიში აგრეთვე საუბარია „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებასთან, ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით. ასევე საუბარია არაეფექტურ გამოძიებაზე, რომელიც დაკავშირებულია 2021 წლის 5 ივლისის საქმესთან. ანგარიშში მნიშვნელოვანი თავი ეთმობა უმცირესობების საკითხს. ასევე, საუბარია შშმ პირების ძირითად პრობლემებზე. აგრეთვე, დევნილთა პრობლემებზე და ყველა იმ სოციალურ, ეკონომიკურ და სამოქალაქო, პოლიტიკურ უფლებებზე, რაც 2022 წელს საქართველოში პრობლემატური იყო და სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ თავის ანგარიშში უნდა აესახა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.