სერგო ჩიხლაძე - რუსეთს საერთოდ არ სურს დისკუსია, შეთანხმება, რუსეთის ერთადერთი გეგმა არის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ოკუპაცია და ანექსია
სერგო ჩიხლაძე - რუსეთს საერთოდ არ სურს დისკუსია, შეთანხმება, რუსეთის ერთადერთი გეგმა არის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ოკუპაცია და ანექსია

რუსი ოკუპანტების წარმომადგენლების განცხადებებს საერთოდ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან კარასინი წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც არის ტერორისტული სახელმწიფო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ჩიხალძის თქმით, გრიგორი კარასინი რას იტყვის, საინტერესო არ უნდა იყოს.

„სახელმწიფო, რომელიც არის ოკუპანტი და სახელმწიფო, რომლის კისერზეც არის მათ შორის ათი ათასობით ქართველის სიცოცხლე. ამიტომ, კარასინი რას იტყვის და როგორი იტყვის, სრული დეზინფორმაცია და რუსული სადეზინფორმაციო მანქანის ერთ-ერთი ჭანჭიკია. რუსეთს საერთოდ არ სურს დისკუსია, რუსეთს საერთოდ არ სურს არავისთან შეთანხმება. რუსეთის ერთადერთი გეგმა არის მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, რასაც ახორციელებს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, აშშ და შვეიცარია ჟენევის დისკუსიების ჩაშლისკენ ისწრაფვიან.