სერგეი ლავროვი - სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს „დასავლელი მეგობრების კეთილი რჩევები“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობს „დასავლელი მეგობრების კეთილი რჩევები“.
ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ყოველწლიური შემაჯამებელი პრესკონფერენციისას განაცხადა.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ „დასავლელი მეგობრების კეთილი რჩევები“ ყოველთვის არსებობს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით. ეს რჩევები პროცესის მონაწილის მიერ ზოგჯერ ამა თუ იმ ფორმით აღიქმება, თუმცა დასავლეთის რჩევები ყოველთვის მიმართულია არა რეგიონის ქვეყნებს შორის მათი ინტერესების ბალანსზე დაფუძნებული შეთანხმების გამონახვაზე, არამედ საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანების წინ წაწევაზე“, – განაცხადა ლავროვმა.