სერგეი ლავროვი - იმისთვის, რომ ევროკავშირში მიგრანტების პრობლემა მოგვარდეს, რუსეთი ტერორიზმთან ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იმისთვის, რომ ევროკავშირში მიგრანტების პრობლემა მოგვარდეს, რუსეთი ტერორიზმთან ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა ჰელსინკიში, თავის ფინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ ევროკავშირისთვის მიგრანტების პრობლემის სირთულე სრულად გვესმის, თუმცა ამ პრობლემის გადაწყვეტაში დახმარება ტერორიზმთან ბრძოლის შეწყვეტის ხარჯზე არ შეგვიძლია“, – განცხადა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა, იდლიბში შექმნილი ვითარების გამო ლტოლვილებს ევროკავშირის საზღვრებისკენ გზა გაუხსნა. როგორც ანკარაში აცხადებენ, თურქეთი სირიელი ლტოლვილების ახალ ნაკადს ვერ გაუმკლავდება.
იდლიბში სიტუაციის ესკალაცია მას შემდეგ მოხდა, რაც სირიის პრეზიდენტ ასადის არმიამ, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს, იდლიბში დისლოცირებული თურქი სამხედროები დაბომბა.