სერგეი ლავროვი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს ვაშინგტონისა და ტოკიოს სამხედრო ალიანსს განიხილავს
სერგეი ლავროვი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს ვაშინგტონისა და ტოკიოს სამხედრო ალიანსს განიხილავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს ვაშინგტონისა და ტოკიოს სამხედრო ალიანსს განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად განაცხადა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში მოსკოვს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. შეხვედრის დროს კი განხილვის მთავარი საგანი სწორედ აშშ-ისა და იაპონიის სამხედრო ალიანსი იქნება, რომელიც ლავროვის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

სერგეი ლავროვის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იაპონიასთან ურთიერთობის დროს ნათლად გამოხატავს, რომ მათი საერთო საფრთხე ჩინეთი და რუსეთი არიან. რუსეთის პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იაპონიასთან, ავსტრალიასთან და სამხრეთ კორეასთან არსებული ალიანსი სწორედ ამ საფრთხიდან გამომდინარე არსებობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამჟამად იაპონიას სტუმრობს, სადაც იაპონელ კოლეგას შეხვდა და რიგი საკითხები განიხილა.