სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით რუსეთი დღეს ნატო-სა და ეუთო-ში ოფიციალურ მოთხოვნას გაგზავნის
რუსეთი დღეს ნატო-ში და ეუთო-ში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოთხოვნას გაგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი ითხოვს ვალდებულების დაზუსტებას, როგორ არ გაძლიერდება დასავლეთის უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-სა და ეუთო-ს პასუხი იქნება საკვანძო საკითხი შემდგომი წინადადებების განსაზღვრისთვის, რომელიც ეცნობება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
„ჩვენ მივაღწევთ არა მხოლოდ გარანტიებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს „ქაღალდზე“, არამედ იურიდიულად სავალდებულო გარანტიებსაც, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ევროპის მთელ კონტინენტზე რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური ინტერესების სრული, თანაბარი გათვალისწინებით“, – აღნიშნა ლავროვმა.