სერგეი გავრილოვი - საქართველოსთან აუცილებელია არა მხოლოდ ავიაფრენების, ასევე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად განახლება
საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი, მათ შორის მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ტრანსპორტირებას განახორციელებენ.
„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ომთან დაკავშირებით, საქართველოს დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აუცილებელია არა მხოლოდ ავიაფრენების, ასევე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად განახლება. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას. უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი, მათ შორის მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ტრანსპორტირებას განახორციელებენ“, – განაცხადა გავრილოვმა.