აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია

13:30, 03.10.2024

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია.

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – განაცხადეს აშშ-ის საელჩოში.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

მსგავსი