აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია.
„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – განაცხადეს აშშ-ის საელჩოში.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.