სერგეი გავრილოვი - საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად
საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად, – ამის შესახებ რუსეთის დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივ და რელიგიურ გაერთიანებათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, სერგეი გავრილოვმა გამოცემა „პარლამენტსკაია გაზეტასთან“ საუბარში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, „მართლმადიდებელი დეპუტატები“, მათ შორის, რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში გასამგზავრებლად, თუკი სალომე ზურაბიშვილის სიტყვები სიმართლე აღმოჩნდება.
„გავრილოვმა სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანა მზად არის რუსების უსაფრთხოება უზრუნველყოს, ასევე, აფხაზეთში ნამყოფებზე დევნის შეწყვეტას უკავშირდება, „სერიოზული სიგნალი“ უწოდა“, – აღნიშნულია „პარლამენტსკაია გაზეტას“ ინფორმაციაში.
სერგეი გავრილოვის აზრით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება აღნიშნავს იმას, რომ საქართველო იცავს დემოკრატიულ პრინციპებს და „ექსტრემისტების მხრიდან საფრთხე“ არ იქნება.
„ცხადია, რომ საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად სრული მოცულობით, მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობითა და ელჩების გაცვლით. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გამარჯვების იუბილეს წინა პერიოდში. ჩვენ მზად ვართ, პატივი მივაგოთ დიდი სამამულო ომის დროს ყველა გარდაცვლილს საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველო იყო მრავალეროვანი – რუსები, სომხები, ბერძნები, ქურთები, აფხაზები. ვიმედოვნებთ, საქართველო კვლავ გახდება მრავალეროვანი კეთილმოსურნე რესპუბლიკა“, – განაცხადა სერგეი გავრილოვმა გამოცემა „პარლამენტსკაია გაზეტასთან“.
გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლის, ლეონიდ კალაშნიკოვის შეკითხვაზე საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ნებართვის გარეშე ნამყოფ პირებს ქვეყანაში შემოსვლას უკრძალავს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა მის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას არ მოუპატიჟებია საქართველოში რუსეთის წარმომადგენლები, არამედ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან განსხვავებით პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მზადაა, ორგანიზაციის პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით მიიღოს საპარლამენტო ასამბლეა.
ორი დღის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლის, ლეონიდ კალაშნიკოვის შეკითხვაზე საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ნებართვის გარეშე ნამყოფ პირებს ქვეყანაში შემოსვლას უკრძალავს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა მის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას არ მოუპატიჟებია საქართველოში რუსეთის წარმომადგენლები, არამედ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან განსხვავებით პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მზადაა, ორგანიზაციის პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით მიიღოს საპარლამენტო ასამბლეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ თემაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის.