სერბეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები სახელმწიფო ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ
სერბეთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები სახელმწიფო ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეებმა არხის ხელმძღვანელობას საეთერო დროის დათმობა მოსთხოვეს და სერბეთში მიმდინარე მოვლენების არაობიექტურ გაშუქებაში დასდეს ბრალი. პოლიციამ შეძლო დემონსტრანტების ძალის გამოყენების გარეშე შენობიდან გაყვანა.
სერბეთში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე 15 კვირაა გრძელდება. დემონსტრაციების მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასტიკად სცემეს.
დემონსტრანტები სერბეთში თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად შესაბამისი გარემოს შექმნას და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ითხოვენ.