სერბეთში 17 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
სერბეთში 17 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთში 17 დეკემბერს ჩატარებული საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.

ცნობისთვის, 17 დეკემბერს გამართულ არჩევნებში სერბეთის მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ კი მეორე ადგილი დაიკავა. „პროგრესული პარტია“ და მისი ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთს 2012 წლიდან მართავენ.

ოპოზიციურმა ალიანსმა ბელგრადის საკრებულოს არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის სერიოზული დარღვევების შესახებ განაცხადა, ხოლო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, რის გამოც დედაქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.