სერბეთის დედაქალაქში აქციის დროს 43 სამართალდამცველი და აქციის 17 მონაწილე დაშავდა
სერბეთის დედაქალაქში აქციის დროს 43 სამართალდამცველი და აქციის 17 მონაწილე დაშავდა

სერბეთის დედაქალაქში აქციის დროს 43 სამართალდამცველი და აქციის 17 მონაწილე დაშავდა. პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა.  „როიტერის“ ინფორმაციით, ბელგრადში საპროტესტო აქცია, რომელიც პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანად მიმდინარეობდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომების გამკაცრებას უკავშირდებოდა. თუმცა, მალევე ის პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. აქციის მონაწილეებმა კი, მათ სხვადასხვა საგნები დაუშინეს, შემდეგ კი სხვადასხვა ქუჩაზე გაიფანტნენ. ქუჩაში გაყვანილია ჯავშანტექნიკაც.

მოქალაქეთა პროტესტი პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელმაც პარასკევიდან ორშაბათამდე პერიოდში კომენდანტის საათი დააწესა.